“ვაების ქუჩა” – ლეიბორისტები მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების წინააღმდეგ

ლეიბორისტული პარტია აგრძელებს აქციების გამართვას მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების წინააღმდეგ.
“მარტო თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთის მიყოლებითაა უამარავი ასეთი ორგანიზაცია, ამიტომ ამ ქუჩას შეიძლება ეწოდოს “ვაების ქუჩა”. – განაცხადა დღევანდელ აქციაზე გიორგი გუგავამ.
მისი თქმით, არჩევნებამდე ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა უფასო ფულის დარიგებას, სანაცვლოდ კი ასეთი ორგანიზაციების მეშვეობით მასობრივად გაძარცვა მოსახლეობა.
ლეიბორისტული პარტია კიდევ ერთხელ მიმართავს მთავრობას, რომელსაც რამდეინე თვეღა დარჩა, კეთილი ინებონ დროზე მიიღონ გადაწყვეტილება და მოსახლეობას ჩამოაწერონ, გაუნულონ ის პროცენტები, რაც მათ უკანონოდ დააკსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეიბორისტული პარტია ამას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის შუამდგლომლობა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს