“ვადევნებთ თვალყურს ყველა საკითხს, გვექნება ჩვენი პოზიცია”- დოლიძე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებზე

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებზე მსჯელობს. სხდომას არ ესწრება პრეზიდენტის წარმომადგენელი. თუმცა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ისინი კომისიაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.
“თვალ-ყურს ვადევნებთ ყველა საკითხს. როგორც მე ვიცი კომისიაში დღეს დღეობით უამრავი ინიციატივა და საკითხია შესული. ჩვენ მიგვაჩნია ჩვენ ფუნქციად ვიყოთ ინფორმირებულნი რა საკითხების განხილვა მიმდინარეობს იქ, რადგან ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესია. როგორც კი დაიწყება საკითხების დავიწროება, უკვე შეხება გვექნება კონკრეტულ ტექსტთან, კონკრეტული ცვლილებების პროექტთან, ბუნებრივია ჩვენ ახლოს დავინტერესდებით და და გვექნება შემუშავებული პოზიცია”- თქვა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის არჩევის წესი მისი ფუნქციების შესაბამისი უნდა იყოს – თალაკვაძე
შემდეგი სტატიაეს ადამიანები თვეების განმავლობაში ისხდნენ ციხეში, რაც არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი – ანა ნაცვლიშვილი კაბელების საქმეზე