ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 15 პატიმრის საქმეზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო

ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ გლდანის ციხეში მიმდინარე სხდომაზე ამ დრომდე 15 საქმე განიხილა და თხუთმეტივეს შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე ზეპირი გასაუბრებები მიმდინარეობს იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულების მიმართ გაჩნდა გარკვეული შეკითხვები, რისი დაზუსტებაც ხდება მიმდინარე სხდომაზე.
რაც შეეხება დადებითაც გადაწყვეტილ საქმეებს, ეკა ბესელიას თქმით, ზოგ მსჯავრდებულს, რომელსაც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება კანონით ეხება, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა, ზოგს კი, სასჯელი შეეცვალა უფრო მსუბუქი რეჟიმით.
“ათზე მეტ მსჯავრდებული კი საბჭოს გადაწყვეტილებით სრულად გათავისუფლდება. მე მინდა ვუსურვო მათ, არ დაბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეამ საზღვარზე ისევ ჩართო დინამიკები
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: პრეზიდენტი, უმჯობესია, ამ არგუმენტებს გაეცნოს