ვადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მეგობარი ვარ, თუმცა ეს მომენტი არ უკავშირდება ჩემს პოზიციას

აფხაზეთის მთავრობის ახლად დანიშნული თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე საქმიანობას ხვალიდან შეუდგება. აბაშიძე ამბობს, რომ სამოქმედო გეგმის გასაწერად აფხაზეთის საბჭოს წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის პროტესტს უპასუხა. საბჭოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე სუს-ის მითითებით დაინიშნა. ბრალდებებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარე, აბსურდულს უწოდებს.

„მე არა ერთხელ განმიცხადებია, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა უმაღლეს საბჭოსთან და ეს კონსულტაციების დასრულდა დღეს,“ – აღნიშნა რუსლან აბაშიძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტთან მის მეგობრობას, რუსლან აბაშიძე სალომე ზურაბიშვილთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თანამდებობაზე მის დანიშვნას და პრეზიდენტთან მეგობრობას კავშირი არ აქვს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ, სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს 65 ათასი ლარი გადაურიცხა.

„მეც ვადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ახლობელი და მეგობარი ვარ, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს მომენტი არ უკავშირდება ამ ჩემ პოზიციას“ – აცხადებს რუსლან აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშილაშა ჟვანია უარყოფს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის აშშ-ში ვიზიტი იგეგმებოდა
შემდეგი სტატიამაია სტეფნაძე “იმედიდან” ფეისბუქ პოსტის გამო გაუშვეს