“ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის” – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება და ისაუბრა იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რომელშიც საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება იმყოფება.

“მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და თქვენ იცით და მე დღეს ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის. ამის საშუალება რომ ყოფილიყო ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან” აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი”-სალომე ზურაბიშვილი