“ვადასტურებ, რომ მე გავეცი ჟურნალისტს პასუხი, შაყირი მეგონა“ – დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ეკონოკიმის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი ვრცელი კომენტარი – ქუმსიშვილმა დაადასტურა, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მართლაც მან უპასუხა.

საუბარია სატელეფონო კომენტარზე, როდესაც ქუმსიშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ „სხვაგან მოხვდა“:

“ვადასტურებ, რომ მე გავეცი ჟურნალისტს პასუხი, შაყირი მეგონა. იმ წუთის გაფრენილი იყო თვითმფრინავი, ცოტა დავიბენი, არ ველოდი ინფორმაციის გავრცელებას. პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრების დაფიქსირება გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი იყო ისეთი, რაც ჩვენ გადავაგზავნეთ პროკურატურაში. ეს იყო ჩვეულებრივი შეხვდერა და დამთავრდა ყველაფერი. ამის შემდეგ გახლდით საზღვარგარეთ და დღეს დავბრუნდი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ოპოზიციური პარტიები საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის წარსადგენად ემზადებიან
შემდეგი სტატიაLIVE: გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტად! “სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – წარდგენა