„ვადამდელი არჩევნების დახმარებით „ქართულ ოცნებას“ სახლში გავისტუმრებთ“ – ლაშა დამენია

„ქართულ ოცნებას“ თვითმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ლაშა დამენია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას

„ეს არის ხელისუფლების ოცნება, რომ არჩევნები მოიგოს და ვადამდელი არ ჩაატაროს, მაგრამ 2 ოქტომბერს „ევროპული საქართველო“ და სრულიად ოპოზიცია ემზადება ზუსტად იმისთვის, რომ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში პირწმინდად დაამარცხოს „ქართული ოცნება“, რის შემდეგაც იძულებული გახდება ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები და რაც შეიძლება მალე ამით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ ხელისუფელბიდან.“- განაცხადა დამენიამ

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თვითმართველობის არჩევნებში ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების მიუხედავად ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში არჩევნები აღარ ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა
შემდეგი სტატიავაშაძე – რეფერენდუმი ტარდება ხელისუფლების ცვლილებაზე და არა სააკაშვილი ჩამოვა თუ არა