ვადამდელი არჩევნების ჩატარებას 45% ემხრობა, 45% არ ემხრობა – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, 45% ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ემხრობა, 45% კი არა.

კითხვაზე, ემხრობით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, გამოკითხული მოსახლეობის პასუხები ასე ნაწილდება:

აბსოლუტურად ვემხრობი – 25%
ნაწილობრივ ვემხრობი – 20%
კატეგორიულად არ ვემხრობი – 33%
ნაწილობრივ არ ვემხრობი – 12%
არ ვიცი/პასუხს არ ვცემ – 9%
კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

banner
წინა სტატიაშირესტორანს, სახელმწიფომ 520 000 ლარის შეკვეთები მისცა
შემდეგი სტატიაIRI: არჩევნები რომ შემდეგ კვირას ტარდებოდეს – ოცნება – 35%, ენმ-ძალა ერთობაშია – 18%, ევროპელები – 3%