„ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი“ – ლაშა დამენია

„ქართული ოცნება“ შემქნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ღარიბაშვილის ეს განცხადება მხოლოდ და მხოლოდ განკუთვნილია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და ამომრჩევლებისათვის, რითაც ვითომ ცდილობს, რომ გააძლიეროს მათი პოზიცია საქართველოში, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი, იმიტომ რომ იმ ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, „ქართული ოცნება“ ვერ ამოიყვანს, ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით, რითაც ლეგიტიმაცია მიენიჭება ახალ ხელისუფლებას.“ – განაცხადა დამენიამ

banner
წინა სტატიაშიოთხი სეზონი საქართველოში – National Geographic საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიათა ციკლს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაზურაბ აზარაშვილი: თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევები, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის