“ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას”- მზადება 5 ივლისისთვის

 რადიკალური დაჯგუფების წევრები გეგმების შეცვლას არ აპირებენ და პრაიდის ორგანიზატორებს ისევ მარშის ჩაშლით ემუქრებიან.

ისინი ამბობენ, რომ 5 ივლისს დილის 10 საათზე ქაშუეთის ეკლესიის უკან მდებარე სკვერში შეიკრიბებიან და “ლგბტ+” თემის რუსთაველზე გამოსვლას დაელოდებიან.

“ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას! რუსთაველის ძეგლიდან დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება!”,- ამბობს “ალტ ინფოს” წევრი ზურა მახარაძე.

საგანგებო მიმართვის პარალელურად, რადიკალური ჯგუფების მხრიდან “რეკომენდაციები” სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, მოქალაქე ზურაბ ჭავჭანიძე თანამოაზრეებს წერს, რომ 5 ივლისს მათ თან უნდა ჰქონდეთ ქვები, სხვადსხვა ზომის ნივთები იმისათვის, რომ “ღირსების მარშის” წევრების წინააღმდეგ გამოიყენონ.

banner
წინა სტატიაში“კელი დეგნანი ჩვენზე მეტად დარდობს და ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე”
შემდეგი სტატიააშშ-მ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის მაგენერირებელი აღჭურვილობა გადასცა