ვაან მარტიროსიანი: ზემო ლარსის ალტერნატივა მხოლოდ აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი არ არის

ვაან მარტიროსიანი: ზემო ლარსის ალტერნატივა მხოლოდ აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი არ არის

სომხეთის ტრამსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრ ვაან მარტიროსიანის განცხადებით, პრემიერ კარენ კარაპეტიანის თბილისში ამასწინანდელი ვიზიტის დროს კომპლექსური შეთანხმებები იქნა მიღწეული, რომელიც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთელს სპექტრს მოიცავს.

მან დაადასტურა, რომ აქტუალურ განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხური ტვირთების ტრანზიტის, კერძოდ, ზემო ლარსის ალტერნატივების ძიების თემაც.

როგორც ცნობილია, საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხშირად იკეტება კლიმატური პირობების გამო. ამასთან დაკავშირებით სომეთის მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ თბილისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთში სომხური ტვირთების გადასაზიდად ალტერნატიული გზების მოსაძიებლად.

მართალია, სომეხ მინისტრს ქართულ მხარესთან ალტერნატიული მარშრუტების განხილვის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უარყო ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერი კარენ კარაპეტიანი თბილისში გამართულ შეხვედრებზე აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მომისვლის აღდგენის საკითხს განიხილავდა.

ვაან მარტიროსიანის განცხადებით, «ზემო ლარსის ალტერნატივა მხოლოდ აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი არ არის, ეს არის ასევე საბორნე კავშირი ფოთის გავლით».

ცნობისთვის: ანალოგიური განცხადება გააკეთა გუშინ პარლამენტში სომხეთის პრემიერმა, რომლის თქმით, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მომისვლის აღდგენის საკითხი არ განიხილება.

ჟურნალისტის რეპლიკის საპასუხოდ იმის შესახებ, რომ ფოთის გავლით საბორნე მომისვლა ადრეც წარმოებდა, მარტიროსიანმა აღნიშნა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამიერიდან სომხური ტვირთების ტრანზიტის პროცედურები გამარტივდება და, გარდა ამისა, ქართული კომპანიები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით სომხური სამეურნეო სუბიექტებისთვის ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათებს დააწესებენ.

კითხვაზე იმის შესახებ, როგორ აისახება სომხეთზე აბაშიძე-კაასინის მოლაპარაკებების შედეგები, მარტიროსიანმა განაცხადა, რომ ეს, უპირველესად, საქართველოს და რუსეთის სახელმწიფოების საქმეა, თუმცა თუ შეთანხმებები განხორციელდება, ეს დამატებით სარგებელს მოუტანს სომხეთს სატრანზიტო გზების დივერსიფიკაციის კუთხით.

8 თებერვალს, კარასინი-აბაშიძის პრაღის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოცხადდა «სავაჭრო დერეფნების შესახებ» 2011 წლის შეთანხმების რეანიმირების თაობაზე, რომელიც მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით ივაჭრონ და სატრანსპორტო კომუნიკაცია დაამყარონ.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა მდინარე მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი გამოიტანეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გვთხოვა, თავი შეგვეკავებინა გიორგი მამალაძის ნახვისგან