იენს სტოლტენბერგი: უზრუნველვყოფთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას

ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი იწყება. მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა:
საზოგადებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე „როგორ აპირებს ნატო შეათავსოს ალიანსის მიერ აღებული ვალდებულება ღია კარის პოლიტიკის შესახებ, იმ პოლიტიკასთან რომელშიც რუსეთი იმყოფება . რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს შესაძლო წევრობის გამო ემუქრება შვედეთს ყოველთვის ემუწრება საქართველოს. ზოგი ქართველი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ღია კარის პოლიტიკა საქართველოს მიმართ შერჩევით ხდება და ამის მიზეზი სულაც არ არის ის რომ საქართველო ვალდებულებებს არ ასრულებს“ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე ნატო დაადასტურებს მყარ ვალდებულებას, რომ საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უზრუნველყოს.

„ხვალ მონტენეგროსთან ალიანსში მიწვევის ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს იმას, რომ ნატოს კარი ღია რჩება და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან და სხვა ასპირანტ ქვეყნებთან მუშაობას. მე ღრმად მწამს, რომ ნატოს სამიტზე, ივლისში, აღიარებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მყარ ვალდებულებას, რომ ვუზრუნველყოთ ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების, ინსტიტუტების განვითარების და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით. მე მივიღე მონაწილეობა საქართველოში ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნის ცერემონიაში და არაერთხელ განვიხილე მოკავშირეებთან საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობა. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, გავაგრძელებთ არჩევანის უფლების დაცვას და გავაგრძელებთ რეფორმებზე მუშაობას, რომ დავეხმაროთ საქართველოს ნატოს წევრობის გზაზე“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ამ ბრალდებას უბრალოდ უაზრობად მივიჩნევთ” – “აუდიტორა 115” თვითმმართველობას პასუხობს
შემდეგი სტატიავაზიანის პოლიგონზე „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის საველე სწავლება გაიმართა