ხაჯიმბა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის დაკანონებას ცდილობს

"აფხაზი ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს"! - ხაჯიმბა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის დაკანონებას ცდილობს“მოსკოვი გაიტანს თავისას, უძრავი ქონების უკანონო გასხვისება მასშტაბურად ჩატარდება და დაიწყება მეტად არასასიამოვნო დემოგრაფიული ძვრები.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის პროცესის დაკანონების ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოვიდა. მისი მტკიცებით, ეს აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი ოპტიმალური გზა არის. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების შემოდინებას და ჯანსაღი კონკურენციის შექმნას…

ადგილობრივი მოსახლეობა ხაჯიმბას ინიციატივას უკმაყოფილოდ შეხვდა. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავის ქონების შესყიდვის გამარტივება აფხაზების ასიმილაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

საქმე ის არის, რომ მსგავსი მცდელობები, იგივე არგუმენტით, რუსეთს ხაჯიმბას წინამორბედების დროსაც ჰქონდა. სერგეი ბაღაფშისა და ალექსანდრე ანქვაბის ხელმძღვანელობის დროსაც იყო ლაპარაკი უცხო ქვეყნის მოქალეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის დაკანონებაზე, მაგრამ მათი მცდელობასწოერდ აფხაზი საზოგადოების წინააღმდეგობის შედეგად ჩავარდა.

შეძლებს თუ არა ხაჯიმბა ინიციტავის ბოლომდე მიყვანას? როგორი იქნება “სტრატეგიული მოკავშირე” რუსეთის პასუხი გაჯიუტებული აფხაზი საზოგადოების რადიკალურ გამოსვლებზე და რას მოუტანს მთლიანობაში აფხაზეთის ეკონომიკას ეს ყველაფერის, მით უფრო საზაფხულო სეზონის დასაწყისში? – ამის შესახებ ოკოპურებულ აფხაზეთში კამათი არ წყდება.

ძირითადად ლაპარაკია ქართველების სახლებსა იმ ობიექტებზე, რომელიც 90-იანი წლების ომის დროს დაინგრა ან დაიკეტა და აღდგენას ექვემდაბარება.

ქართულ მხარეს, აფხაზეთის ლიდერის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუეკეთებია.

მარია ნანბა, სოხუმის მკვიდრი:
– ყველამ ვიცით, როგორ განწყობა ჰქონდა საზოგადოებას რაულ ხაჯიმბას მიმართ, რომელიცვ სამჯერ მონაწილეობდა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ სამივეჯერ დამარცხდა, თუმცა ის მაინც მოიყვანეს ამ პოსტზე და ჩვენ, დაპირისპირების საფრთხით შეშინებულებმა, დავთმეთ. მას შემდეგ, უკვე კარგა ხანი გავიდა, მაგრამ არც ერთი დაპირება, რომელსაც ჩვენთვის კეთილდღეობა უნდა მოეტანა, არ შესრულებულა… ანუ ახლა რა გამოდის? – ვიხმაურებთ, ამ ე.წ. პროექტს წინააღმდეგობას გავუწევთ, შესაძლოა ხალხი ქუჩაშიც გამოვიდეს, მაგრამ ისევ და ისევ იმის შიშით, რომ არეულობით ვინმემ არ ისარგებლოს, ყველაფერი ჩაწყნარდება და პროექტი გავა…

ბოლობოლო, მოსკოვი გაიტანს თავისას, უძრავი ქონების უკანონო გასხვისება მასშტაბურად ჩატარდება და დაიწყება მეტად არასასიამოვნო დემოგრაფიული ძვრები. ვიფიქროთ ამაზე და აქციებზე უფრო რეალური, ცივილური მექანიზმი მოვიფიქროთ, თორემ ჩვენ ხომ ყველაზე უკეთ ვიცით, რამდენია ცდომილება აფხაზეთის დემოგრაფიის ოფიციალურ და რეალურ სტატისტიკას შორის.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია – “აფხაზეთი – ჩვენი სახლია” ხელმძღვანელი თემურ ლადარია, აქვეყნებს პეტიციას და მხარდამჭერებს მისი ხელმოწერისკენ მოუწოდებს. პეტიციაში ნათქვამია, რომ “აფხაზეთში არსებული უზრავი ქონების აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის დამტკიცება, “ქვეყნისთვის” ცუდად დამთავრდება…”

– უკვე სადავო არ არის, რომ ქვეყანაში მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და ამ ფონს, ლამის ყოველდღიურად ემატება ახალ -ახალი პრობლემები. ამჯერად, დღის წესრიგში უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გადაცემის საკითხი დადგა.  ხელმძღვანელობა არ ფიქრობს, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, დემოგრაფიაზე, სასამართლო სისტემაზე, კანონმდებლობასა და ეკოლოგიაზე. არადა, ამ ყველაფრის უგულებელყოფამ შესაძლოა საზოგადოებაში ძალიან დიდი განხეთქილება შეიტანოს, რომელიც ძალიან ცუდი შედეგების წინაშე დაგვაყენებს…ამ ეტაპზე, უცხოეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი არც უნდა განიხილებოდეს, რადგან ისედაც დარღვეულია სოციალური და დემოგრაფიული ბალანსი, რამაც შესაძლოა, ნაციონალური იდენტობა დაგვაკარგინოს… ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, ხელისუფლებას ვთხოვთ, ეს საკითხი დახუროს, რადგან აფხაზი ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს! თუ ხელისუფლებას მართლა ადარდებს ქვეყანაში უქმად არსებული უძრავი ქონება, ადგილობრივებს უნდა მისცეს საშუალება დაბალი კრეტიდის ფარგლებში შეისყიდონ, გაარემონტონ და მიზნობრივად გამოიყენოს, მაგრამ ასეთი გაბედული ნაბიჯის გადადგმა, ჯერჯერობით ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. არადა, ასეთი მიდგომა თანდათან და გაცილებით გააუმჯობესებს ადგილობრივთა სოციალურ მდგომარეობას. უცხოელებისთვის ეს დამატებითი შემოსავლების წყარო იქნება, ჩვენთვის კი – ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა…

აფხაზეთში ასევე ბევრს ლაპარაკობენ სომხური დიასპორის გაძლიერებზე. ვრცელდება ვერსია, რომ აფხაზეთის ლიდერის მიერ გახმოვანებული იდეა, სწორედ რუსი და სომეხი ბიზნესმენების ფინანსური ინტერესები იკვეთება.

“კვირის პალიტრა”
banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმზე ადგილობრივებში აზრი გაიყო
შემდეგი სტატიანიდერნალდების რეფერენდუმის შედეგები დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა