უზნეოდ და უნიჭოდ დაგეგმილი სცენარი – ნუკრი ქანთარია გლდანის ციხის ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტის გამოძიებას ითხოვს

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

მორიგ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი „ქართულ ოცნებას“ დამხობით ემუქრება, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

უზნეოდ და უნიჭოდ დაგეგმილი სცენარი – ასეთია მმართველი გუნდის შეფასებები ჩანაწერებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ ნუკრი ქანთარიას, ისევე როგორც მის ყველა თანაგუნდელს, ახლა ის აინტერესებს, რა გზით ხდება ჩანაწერების მოპოვება და გავრცელება.

„ეს არის ძალიან უზნეოდ დაგეგმილი თქვენი კომპანიის მიმართ და ამავდროულად უჭკუოდაც. როგორ მოხდა რომ პენიტენციალური სისტემიდან მოაღწია ამ ჩანაწერებმა გვარამიამდე. ეს არის გამოსაძიებელი და მერე მისი გავრცელება რამდენად იყო კანონიერი,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო უწყებები ჩამოშლილია და ვითარებას სამართალდამცავი ორგანოების ნაცვლად, ბანდფორმირებები აკონტროლებენ” – უდუმაშვილი
შემდეგი სტატიატექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა