უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საქმე განსახილველად მიიღო

უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს საქმე განსახილველად მიიღო და მის არსებით განხილვას 21 ნოემბრიდან დაიწყებს. სასამართლოდან მიღებულ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 მოითხოვდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ტელეკომპანიის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარმართულიყო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. „რუსთავი 2“-ის ადვოკატებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა კი 25 იანვარია“, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიცე-სპიკერობის კანდიდატი სერგი კაპანაძე იქნება
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: საქართველო კორუფციის დაბალი დონით რეგიონში ლიდერი ქვეყანაა