9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

 „ნეტგაზეთის“ ცნობით, მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას.
მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა.

უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არ მიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს, არ შეაფასებს მტყუან-მართალს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ დავა დასრულებულია, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში აღარ შეიძლება.

banner
წინა სტატიაშიტრამპთან დაპირისპირების ფონზე ევროკავშირმა ესპანეთს მხარდაჭერა გამოუცხადა
შემდეგი სტატიაბერდია სიჭინავა: მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სუს-ის ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს “ჩორჩანას საქმეზე” სასამართლოში მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ