“უზენაესი სასამართლოს წევრობა ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა” – ზაზა თავაძე მოსამართლეთა შერჩევაზე საუბრობს

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევას ერთ-ერთი კანდიდატი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა თავაძე ეხმაურება.

ზაზა თავაძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეთა შორის, რომლებსაც სურთ უზენაეს სასამართლოში გამწესება. ზაზა თავაძე აცხადებს, რომ მისი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება შესაფერისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის.

თავაძე იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ღირსეული კანდიდატები შეირჩევიან.

„სამართლის სფეროში 20-წლიანი საქმიანობა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ თითქმის 9 წელი, მაძლევს იმის რწმენის საფუძველს, რომ უზენაესს სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, წარმატებით შევძლებ განვახორციელო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. შესაბამისად, ხსენებული სასამართლოს წევრობა ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა.

„ვიმედოვნებ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება და ხსენებულ თანამდებობებზე შეირჩევიან საუკეთესო და ღირსეული კანდიდატები,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები – თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.

banner
წინა სტატიაშიან მე დავტოვებ ფრაქციას ან ნანა კოსტავა – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – გოცირიძე