უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, საბჭო მზად არის მონაწილეობა მიიღოს ყველა დისკუსიაში

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უპასუხა. როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაიმართა. კენჭისყრა დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე დაინიშნა. ეს წელს მოსამართლეების პირველი დანიშვნებია. პროცესის დაჩქარებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმით ხსნიან, რომ 20 თებერვლიდან მოწმეთა დაკითხვის წესი უნდა ამოქმედდეს და სისტემაში კადრების შევსებაა საჭირო.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება პრეზიდენტმა გუშინ მოითხოვა. მისი სახელით განცხადება იურიდიულ საკითხებში მრჩეველმა გააკეთა. ქვეყნის მეთაურის ამ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილიც უერთდება.

ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ მათ მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის შეჩერების უფლება არ აქვთ. მისი განმარტებით, ისინი ვალდებული არიან ვაკანსიების შემთხვევაში დანიშნონ მოსამართლეები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, საბჭო მზად არის მონაწილეობა მიიღოს ყველა დისკუსიასა და განხილვაში, რომელიც დადგენილი პროცედურების უფრო მეტი დემოკრატიზაციისკენ იქნება მიმართული.

„პროცესი თუ დაიწყება, საბჭო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას,“ – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშირა ხდება რეალურად „ენგურჰესის“ წყალსაცავში
შემდეგი სტატიაგაეროს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომხსენებელი საქართველოს ეწვევა