უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მხრივ პესიმიზმი არსებობს, რომელიც მოსამართლეების გამწესებაში პრეზიდენტის მონაწილეობას უკავშირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები გაიმართება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკვე შედგა კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან და მან დაადასტურა მზადყოფნა, რომ გამართოს კონსულტაციები პრეზიდენტთან.

„ეს კონსულტაციები შედგება. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, არის გარკევული პესიმიზმი, რაც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რომელიც არის დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესებაში მონაწილეობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ის რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა, მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით. სხვანაირად ვერ აიხსნება თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ 2 აგვისტოს თანამდებობა დატოვა. ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.

banner
წინა სტატიაშიმარეგულირებელი კომისიის უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს – კახიძე პოლიტიკური რეკლამის შესახებ რეგულაციაზე საუბრობს
შემდეგი სტატიათიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს