უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე პრეზიდენტმა ვერც ერთ უწყებასთან და არასამთავრობოსთან ვერ გამონახა საერთო ენა

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებულ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.

როგორც ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, მარგველაშვილმა სრულიად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი თქმით, პრეზიდენტი მიხვდა, რომ სწორ კანდიდატურას ვერ დაასახელებდა.

„ეს იყო მარგველაშვილის მხრიდან ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მისი მხრიდან ჩვენ ვხედავთ სულ არაჯანსაღ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, სასამართლოსთან მიმართებაში. მან მიუხედავად იმისა, რომ დიდი მცდელობა ჰქონდა, ვერც ერთ სახელმწიფო უწყებასთან ვერ გამონახა საერთო ენა. ვერ გამონახა საერთოდ ენა ვერც არასამთავრობოებთან. პრეზიდენტი მარგველაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გარდა ქვეყანაში ვეღარავისთან ლაპარაკობს. შესაბამისად, მისი ეს გადაწყვეტილება არის მართებული. ალბათ, მან იცოდა, რომ ვერ მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას და ამიტომ პროცესს გაერიდა. მე მის ამ გადაწყვეტილებას შევაფასებდი, როგორც ერთადერთ სწორად მიღებულ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი მერკელის განცხადებას ეხმაურება-,,დემოკრატია არის მმართველ პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ დღეს ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდება”
შემდეგი სტატიამერკელის საქართველოში ვიზიტს საერთაშრისო გამოცემები ეხმაურებიან