უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში იმაზე უარეს შედეგს მივიღებთ, რაც გვქონდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში იმაზე უარეს შედეგს მივიღებთ, რაც გვქონდა. კანდიდატთა სიაში უკვე გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა შესახებ პირდაპირი ბრძანება იქნება გაცემული ივანიშვილის მიერ ყურმოჭრილი პარლამენტარებისათვის, რომ უსიტყვოდ დაამტკიცონ.

მოქმედი მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უკან გაბრუნებული კლანის ათი წევრიდან კვლავ შემობრუნებული რვა, კიდევ ერთი ამდენი მორჩილი დუბლშემადგენლობა, ასე ვთქვათ, კლანის მეორე ეშელონი-ასე გამოიყურება მომავალი უზენაესი სასამართლო.

სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა, ამის გამოსწორებას არაფერი ეშველება.

საინტერესოა, რამდენი ღირსებაშემორჩენილი დეპუტატი არის უმრავლესობაში, რომელიც ამას გააპროტესტებს?!-წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდია დააკავეს
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე დაღუპულთა ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იშურებს ძალისხმევას, რომ მათ სამართლიანობის განცდა ჰქონოდეთ