უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტში კენჭისყრისთვის მეექვსედ მივიდნენ

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით დღეს პარლამენტში დეპუტატებმა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიონ.
როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამწუხაროდ კანდიდატებს პარლამენტში უკვე მეექვსედ უწევთ მისვლა, თუმცა მათი არჩევა ქვორუმის პრობლემის გამო ვერ ხერხდება.

,,როგორც კანონი მოითხოვს, ჩვენ უკვე მეექვსედ გამოვცხადდით პარლამენტში იმისათვის, რომ საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდდატებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის კანონიერი მოვალეობაა ბრძანდებოდნენ აქ. ასევე მათი ვალდებულებაა შეავსონ ის სამი ვაკანსია, რომელიც აგერ უკვე ექვსი თვეა საქართველოს უზენაეს სასამართლოშია, რის გამოც პირდაპირ ზარალდება ის ხალხი, ვისაც სარჩელი აქვს უზენაეს სასამართლოში“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილის, თამარ ლალიაშვილის ნანა თოდუას კანდიდატურებია წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და TCR international-ს შორის შეთანხმება გაფორმდა
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია