29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესო ალავიძემ სასამართლოს გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრა

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესო ალავიძემ სასამართლოს გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრა. ჩანაწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, კახა წიქარიშვილი ავრცელებს. 3-საათიან ვიდეოჩანაწერში ბესო ალავიძემ გაიხსენა, თუ როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები რეზონანსულ საქმეებზე ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ვალერიან ცერცვაძისა და ვასილ როინიშვილის ზეწოლის ქვეშ.

მისივე თქმით, სასამართლოში არსებული ზეწოლის გამო, ბესარიონ ალავიძე სუიციდის მცდელობას აპირებდა: “კაფეში იყო მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვასილ ცერცვაძე და ვალერი როინიშვილი, იყო სუფთად ქურდული, ქუჩური გარჩევა. მე ვუთხარი არაფერს არ გავაკეთებ, რაც სწორია იმ გადაწყვეტილებას მივიღებ-მეთქი. მეორეჯერ რომ დამირეკა ვალერი ცერცვაძემ, იგივე კაფეში გამოდიო, მარტო შემხვდა და მიხსნიდა, რომ პრობლემები შემექმნებოდა, ყველაფრიდან ჩამხსნიდნენ და გარიყული ვიქნებოდი, არავინ მომესალმებოდა.
მეორე შეხვედრის შემდეგ როდესაც შევხვდი ცერცვაძეს მე ვუთხარი, რომ არ გავაკეთებ ამას და დავასრულებ სიცოცხლეს-მეთქი. იმ დღეს წამოვედი სამსახურში და მართლა ვემზადებოდი სუიციდისთვის. სახლში არ წავედი იმ ღამით. დილის 4-5 საათი იყო მურუსიძე რომ მოვიდა სამსახურში. ვფიქრობ [ცერცვაძემ] რაღაც საფრთხე იგრძნო, რაღაც არ დაწეროს და თავი არ მოიკლასო. მურუსიძესთან მე კომუნიკაციაც არ მქონია, მოვიდა და მითხრა, დაწერე განცხადება და მაგ საქმეს სხვას მივცემთო” -ამბობს ალავიძე.

ყოფილმა მოსამართლემ ჩანაწერში რუსთავი 2-ის საქმეზეც ისაუბრა და გაიხსენა, რომ “ტვინის გასხმევინებით” დაემუქრნენ: “ეკამ გვითხრა მე და პაატას, რომ გვენეტაძემ თქვენზე თქვა მაგათ მიხედავენ და ტვინს გაასხმევინებენო . მე და პაატა შევთანხმდით, რადგან ასეთი მუქარა იყო, რომ ტვინს გაგვასხმევინებდნენ და იყო საფრთხე რომ ჩვენ ციხეში ჩაგვსვამდნენ, მივეცით ჩვენება, რომ არ იყო ზეწოლა ჩვენზე. თუმცა ვთქვით, რომ როცა მთავრობა შეიცვლება ვიტყვით, რომ იძულების ქვეშ მივეცით ეს ჩვენება.
მზიამ რომ მოგვცა გადაწყვეტილების პროექტი, თქვა, რომ სანამ წამოვიდოდი მთხოვა ბიძინამო, რომ იქნებ შენ დაწეროო. მოგვცა და გვითხრა ამით იხელმძღვანელეთო. გვენეტაძემ დაიბარა პაატა, პაატამ მითხრა შენც დაგიბარებსო.
გვენეტაძემ დაიწყო ტირილი, რაც გინდა მთხოვე და შეგისრულებ, იქნება დაუშვებლობის განჩინებას მოაწერო ხელიო. მე აქ იმის გამო დამნიშნეს, რომ ეს საქმე გამეკეთებინაო” | ამბობს ალავიძე ჩანაწერში.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილმა მოთხოვნით დაინიშნა