ძალიან დიდი ალბათობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 8 მარტს დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, გააგრძელებს დროებით ღონისძიებას და რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლე, ურთმელიძე და სააპელაციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები ნამდვილად შევლენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ოღონდ იმ მხრივ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს, რომ ეს ადამიანები ორგანიზებულად უზღუდავდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას კონკრეტულ მხარეს. ასევე ისტორიაში საქართველოს ახლა უკვე ეს მთავრობაც შევა, იმის გამო, რომ გავლენას ახდენდა მოსამართლეებზე, რომ მათ მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილება მიეღოთ. ხოდა არ გამოდის ქალბატონებო და ბატონებო ასე მუშაობა. თუ ვინმეს ერჩი და გგონია, რომ სამართლიანად, ზუსტად ასევე სამართლიანად უნდა დაუმტკიცო ეს შენი სიმართლე სასამართლოში. თუ ვერ უმტკიცებ მაშინ უნდა შეეშვა და მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლია, არ გამოიყენო შენს ხელთ არსებული ყველა სახელმწიფო რესურსი. მხოლოდ მაშინ გაქვს უფლება, რომ თავს დემოკრატიული მთავრობა უწოდო. სხვა შემთხვევაში ემსგავსები შენს წინამორბედს. და კიდევ, მე ვიცავ რუსთავი 2-ს იმიტომ, რომ პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს და გამოხატვის თავისუფლებას. ამით ვიცავ არა მხოლოდ იმ ჟურნალისტებს ვინც ამ კონკრეტულ ტელეარხზე მუშაობენ არამედ სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსაც, ყველას ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მედია საშუალებას წარმოადგენენ, იმისთვის, რომ მათ საქმეში არავინ ჩაერიოს-ამის შესახებ წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორი ეკა გიგაური