უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეების განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეების განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის საქმის განმხილველი პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე, არ ადასტურებენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პალატა აგრძელებს მუშაობას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე და მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხარეებს ეცნობებათ დღესვე, 19 საათზე, რაც ასევე აიტვირთება უზენაესი სასამართლოს საიტზე.

banner
წინა სტატიაშიდავით კირვალიძე შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდეს
შემდეგი სტატიამთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ ლიტვის ელჩს გიედრიუს პოაჯუნასს უმასპინძლა