10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

უზენაეს სასამართლოსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

უზენაეს სასამართლოსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ინფორმაციას „თავისუფლების მოედანი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ შესაბამისი მედიკამენტები ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების შეცვლასა და დროულ რეაგირებას მოითხოვენ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები, ასევე, საზოგადოებას მიმართა „თავისუფლების მოედნის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა რევაზ აფხაზავამაც.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საკითხი არ არის მხოლოდ ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილი, ის ეხება ბავშვების სიცოცხლეს, ღირსებასა და მომავალს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა: დღეს ქართულ მხარეს ინვესტორებთან ბევრი განმარტება აღარ უწევს და მათი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ მაღალია
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება