უზენაეს სასამართლოსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ნაწილი, მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იკრიბებიან.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, დაიცვან სიტყვის თავისუფლება და კონკრეტულად “რუსთავი 2”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხასებენ, მათ იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიირებს.

“ნაციონალურ მოძრაობის” წარმომდგენლის, ნიკა რურუას თქმით კი, “რუსთავო 2”-ის სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

“ხელისუფლების მტკიცება, რომ ეს არის კერძო დავა, რაც მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. “რუსთავი 2″ თავისუფალი სიტყვის გარანტია” , – განაცხადა ნიკა რურუამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო დღეს ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას იწყებს. კოლეგია განიხილავს ”რუსთავი 2”-ის იურისტების სარჩელს. ტელეკომპანია მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთის მიკუთენის შესახებ.

სხდომა დახურული იქნება და მხარეები არ დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიშარტავას ქუჩაზე 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი: რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზე უარს არ იტყვის