უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურას განიხილავენ

უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის კანდიდატურა უნდა შეარჩიონ. ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა, თეიმურაზ ტუღუში განიხილება.

მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად პლენუმის 15 კაციანი შემადგენლობიდან 10 წევრის თანხმობაა საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამრთლეების ორი კვოტა უკვე გამოიყენა პრეზიდენტმა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის კანდიდატურა დაასახელა. პარლამენტს ამ დრომდე არ გამოუყენებია საკუთარი კვოტა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, თავმჯდომარის ჩათვლით, უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიციის ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიასაარჩევნო პლაკატის გამო ქუთაისის მერიის დაცვასა და გოგი წულაიას შორის დაპირისპირება მოხდა