უზენაეს სასამართლოში რთული მდგომარეობაა შექმნილი- ნათქვამია ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში

უზენაეს სასამართლოში რთული მდგომარეობაა შექმნილი- ნათქვამია ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ უზენაეს სასამართლოს არ ჰყავს თავმჯდომარე დოკუმენტში მოსამართლეებს ნაკლებობაზეც არის ყურადღება გამახვილებული:

“ქვეყანას 2018 წლის აგვისტოდან არ ჰყავს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე. გარდა
ამისა, დღესდღეობით სისხლის სამართლის პალატაში მხოლოდ 2 მოსამართლეა და მათგან ერთერთს სამოსამართლო ვადა უკვე გაუვიდა. ასევე წელს სამოსამართლო ვადა გასდის უზენაესი
სასამართლოს კიდევ 2 მოსამართლეს. ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, სამწუხაროდ,
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს არ წარუდგინა ახალი კანდიდატები, როგორც უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის, ისე სხვა მოსამართლეების ასარჩევად. აღნიშნულის მიზეზი ყოფილი
პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული პოლიტიკური შეუთანხმებლობა
იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამით საბოლოოდ უზენაესი სასამართლო დაზარალდა. ამ
ფონზე უარყოფითად უნდა შეფასდეს ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს
პარლამენტისთვის განსახილველად არ წარედგინა მოსამართლეთა კანდიდატურები.” ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ნახსენებია მოსამართლეთ ის ათკაციანი სია, როამაც დიდი პოლიტიკრუი დაპირისპირება და მმართველი საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლა გამიწვა:

“24 დეკემბრის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა საბჭოს დასამტკიცებლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ათკაციანი სია წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურას წინ არ უძღოდა კანდიდატების დასახელების, შესაბამისი
ბიოგრაფიების განხილვის პროცესი და მსჯელობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ათკაციანი
სიის წევრები მხოლოდ მოქმედი მოსამართლეები იყვნენ, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს 2 მოქმედი მოსამართლე წევრი.” ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენი მიესალმება, რომ საქართველოს პარლამენტმა უარი განაცხადა კანდიდატების განხილვაზე
და 2019 წლის დასაწყისიდანვე დაიწყო რეფორმის პროცესზე მუშაობა სახალხო დამცველის მოსაზრებით, რეფორმამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ გამოწვევებს:

“მოსამართლეობის კანდიდატები ღია, სამართლიანი ინკლუზიური პროცესით უნდა შეირჩნენ.
ყველა მსურველს, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, უნდა შეეძლოს კონკურსში
მონაწილეობის მიღება;

დასარეგულირებელია ინტერესთა კონფლიქტის საკითხი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მოქმედ წევრებს არ უნდა შეეძლოთ თავიანთი კანდიდატურების უზენაეს სასამართლოში წარდგენა ან მათი ნომინირების შემთხვევაში, მათ ხმა არ უნდა მისცენ საკუთარ თავსა და
კონკურენტ კანდიდატებს;

საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირების პროცესი მეტ ლეგიტიმაციასა და სანდოობის
გაზრდას საჭიროებს. ან უნდა გაიზარდოს საბჭოს არამოსამართლე წევრების პროცესში
მონაწილეობა, ან საბჭოს გადაწყვეტილების სანდოობისა და არჩევის პროცესში პლურალიზმის
უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტს ერთ ადგილზე რამდენიმე კანდიდატი უნდა
წარედგინოს;

უნდა დადგინდეს საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის
გამჭვირვალე და დეტალური პროცედურა;” ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე – ომბუდსმენი საქმის მასალებს ითხოვს
შემდეგი სტატიაფარული ჩანაწერების წინააღმდეგ პოლიტიკოსებმაც უნდა შეძლონ გარკვეული შეთანხმების მიღწევა და მასზე დისკურსი არ გამართონ