უზბეკური მედია: შოთა არველაძეს კორონავირუსი

უზბეკური მედიის ინფორმაციით, ტაშკენტის ფახთაქორის მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უზბეკური მედიის ინფორმაციით, არველაძე იზოლაციაშია. ის ფახთაქორს აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ უხელმძღვანელებს.

ფორმულა ცდილობს, შოთა არველაძესთან დაკავშირებას.

ფახთქორში ეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა. არველაძის გუნდის 5 ფეხბურთელს კორონავირუსი 19 ივლისს დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს