15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

უზბეკეთის პრეზიდენტი: ამ რთულ დღეებში, ჩემი და უზბეკეთის ხალხის სახელით, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას ქართველი ხალხის მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამძიმრის წერილი ირაკლი კობახიძემ მიიღო.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება ამ გამორჩეული ადამიანის – სამშობლოს ერთგული და თავდადებული შვილის – ნათელი ხსოვნა, რომელმაც ღირსეული წვლილი შეიტანა რელიგიური შემწყნარებლობის, მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის განმტკიცებაში, ჰუმანიზმის მაღალი იდეალების აქტიურად პოპულარიზაციასა და საზოგადოების სულიერი საფუძვლების განმტკიცებაში.

ამ რთულ და მწუხარე დღეებში, ჩემი და მრავალეროვნული ქვეყნის – უზბეკეთის ხალხის სახელით, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. ღრმა თანაგრძნობით”, – აღნიშნულია უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიმოჯტაბა ხამენეი: თურქეთსა და ომანზე მიტანილი იერიშები ირანის მიერ განხორციელებული არ ყოფილა
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი, მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება