უვიზოდ 30 ქვეყანაში

შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით შეუძლიათ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი – ასევ არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია – და კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია; ამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

banner
წინა სტატიაში“ისიამოვნეთ ევროპით” – იოჰანეს ჰანის მილოცვა საქართველოს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს წარდგება