უვიზო რეჟიმის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება.

სამინისტროს თანამშრომლები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები 2018 წლის 5-6 მარტს ქუთაისს, სამტრედიას, ვანს, თერჯოლას, ტყიბულსა და წყალტუბოს ეწვევიან.

მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ექპერტების და სამინისტროს წარმომადგნელები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის,შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება იქნება
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ყველას საერთო ინტერესი გვამოძრავებს, ამიტომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზეც ვიმსჯელებთ