უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 90 %-ს ევროპაში არ უმოგზაურია – NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო საზოგადოებრივი აზრს კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 %-ს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპის ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია; 5 %-მა განაცხადა, რომ იმოგზაურა ერთხელ, 3 %-ის თქმით, იმოგზაურა რამდენჯერმე, 2 %-მა კი აღნიშნა, რომ არ იცის.

რაც შეეხება შეკითხვას, 1991 წლიდან დღემდე, გიცხოვრიათ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს საზღვარგარეთ სულ ცოტა სამი თვის მანძილზე? – გამოკითხულთა 73 %-მა აღნიშნა, რომ არ უცხოვრია, 25 %-ის თქმით, უცხოვრია, 1 %-მა არ იცის, ასევე 1 % კი პასუხზე უარს აცხადებს.

ამასთან, იმ რესპონდენტების 33 %, რომელთაც 1991 წლის შემდეგ საზღვარგარეთ უცხოვრია, აცხადებს, რომ ცხოვრობდა ევროპაში; 31 % ამბობს, რომ რუსეთში; 20 % – თურქეთში; 15 % – ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში; 3 % – აშშ-ში; 1 % – ახლო აღმოსავლეთში; ასევე 1 % – აზია, 9 % – სხვა ქვეყნებში.

კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ გამოიკითხა 2,927 რესპოდენტი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

banner
წინა სტატიაშიეს იყო რეპეტიცია – 2020-ში ძალიან მძიმე არჩევნები გველოდება – სალაძე
შემდეგი სტატიამოსახლეობის 31 პროცენტი ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთს ასახელებს – NDI