უვიზო რეჟიმი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებისაც შეეხებათ

davit baqaraZeსახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე უვიზო მიმოსვლის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლისთვის შეეძლებათ უვიზოდ მიმოსვლა და ამისთვის აუცილებელი იქნება ბიომეტრიული პასპორტი. უვიზო რეჟიმი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებისაც შეეხებათ.

„დღეს არის ისტორიული დღე. გადაიდგა პირველი ნაბიჯი და ევროპამ თქვა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ევროპის კარი არის ღია. საქართველო მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები იყო მართებული და სწორი და დასრულდა იმ შედეგით, რომლითაც ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა ამ რეფორმების პროცესმა. ეს პროცესი დასრულდება რამდენიმე თვეში, რომლის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ შორის ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები ჩვენი დები და ძმებისთვის იქნება შენგენის ზონა თავისუფალი მიმოსვლის სივრცე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განმარტებით საქართველოს ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლის 90 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული და ეს ვადა უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავად შეიზღუდავს მომავალში ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობას.

banner
წინა სტატიაში„ვულოცავ საქართველოს და უკრაინას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებულ პოზიტიურ შეფასებას“
შემდეგი სტატიაანგელა მერკელის პირველი კომენტარი