უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში – “რადიო თავისუფლებამ” დოკუმენტი, ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია მოიპოვა.
მედიის ცნობით, “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება.
დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები – მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხი.