უვიზო მიმოსვლის კამპანიის ფარგლებში წალენჯიხაში შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები განაახლა.

პროექტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლევან წულაია, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარები – ელჩები თეიმურაზ შარაშენიძე და სოსო დანელია, წალენჯიხაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, მოქალაქეებს ევროკავშირის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები გააცნეს და იმ რისკებზე ისაუბრეს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ჯამში 160 შეხვედრა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქში სახლი გაქურდეს – წაღებულია ფული და ოქროულობა
შემდეგი სტატიაზაზა შენგელია: აღმაშფოთებელია როცა ჩინოვნიკი თავს უფლებას აძლევს შანტაჟის ენით ელაპარაკოს ნიკა რაჭველს