უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის – შეთანხმებას დღეს კენჭს ლიბეს კომიტეტში უყრიან

news
ავტ.: news იანვარი 12, 2017 11:04

უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის – შეთანხმებას დღეს კენჭს ლიბეს კომიტეტში უყრიან

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესახებ ტრიალოგის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას დღეს ე.წ. ლიბეს კომიტეტმა კენჭი უნდა უყაროს, რის შემდეგაც დოკუმენტის საბოლოოდ განხილვა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება. სავარაუდოდ სესია თებერვალში გაიმართება.

ერთიანი პოზიცია ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა ამ თემაზე ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დააფიქსირეს.

„კენჭი ეყრება იმ წინადადებას, რომელზეც შეთანხმდნენ ტრიალოგის ფარგლებში. ეს მოხდა წინა წლის ბოლოს. ტექნიკური მხარეა პროცედურის და კენჭის ყრის შემდეგ რჩება პლენარულზე კენჭისყრა. პლენარული ალბათ იქნება თებერვალში. წინასწარ დღის წესრიგი არ ვიცით, იმიტომ, რომ ყოველი შეხვედრისას ხდება თარიღების და დღის წესრიგის შედგენა,“-აცხადებს ნატალია საბანაძე.

news
ავტ.: news იანვარი 12, 2017 11:04

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics