უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო

„თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის” შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო.

გადაწყვეტილება საბჭომ ერთხმად მიიღო და არგუმენტად დამატებითი დისკუსიის აუცილებლობა დაასახელა. საკითხზე მსჯელობის გაგრძელება დღეს უზენაეს სასამართლოში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზეც იგეგმება.
საკითხზე მომხსენებელი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იყო. მისი განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზეზი იყო დღეს არსებული კანონის ბუნდოვანება, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურებსა და ვადებს ითვალისწინებს.

„მოსამართლეებს, რომელთაც უარი ეთქვათ უვადოდ გამწესებაზე, უნდა დარჩეთ უფლება კონკურსში მონაწილეობის ან მათ უნდა დარჩეთ უფლება, რომ სამწლიანი უფლებამოსილების ამოწურვამდე არაუგვიანეს სამი თვით ადრე, ანუ იგულისხმება რომ სამწლიანი ვადის ბოლო სამ თვეში, კიდევ მომართონ საბჭოს და მოითხოვონ იმავე პროცედურით უვადოდ გამწესება.

ეს ალტერნატივა ჩადებულია კანონპროექტში, რამაც დღევანდელ სხდომაზე გარკვეული შეკითხვები გამოიწვია. ვფიქრობ, გარკვეული გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ბოლო სამ თვეში თუ დაემთხვევა ერთდროულად საბჭოში მომდინარე კონკურსი და ეს პროცედურა, მაშინ კანდიდატს არ უნდა შეეძლოს ერთდროულად ორივე პროცედურაში მონაწილეობის მიღება.

ჩემი აზრით, მოსამართლეებს უნდა მიეცეთ შეუზღუდავი უფლება როგორც კონკურსში მონაწილეობის, ასევე ბოლო სამ თვეში ხელახლა მომართონ საბჭოს. ეს იყო ჩემი კანონპროექტის არსი“,- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : ჩემი ჩამოცილება გასაუბრების პროცესიდან დაუსაბუთებელია
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – პარლამენტის რეზოლუციაში მკაცრი შეფასებებია, როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელობებზე