უვადო მოსამართლეთა სიის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს

მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში დაპირისპირება უფრო მწვავდება. „ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აანონსებს.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ მისი თანაგუნდელები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენილ სიას მხარს დაუჭერენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

„ქართული ოცნების“ წევრი ღიად აცხადებს, რომ გუნდში ამ საკითხზე დაპირისპირება არსებობს და ის ასევე ყველა დეპუტატს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში არიან წინა ხელისუფლების დროს მოქმედი მოსამართლეები, რომლებიც ამ თანამდებობას არ იმსახურებენ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან : მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.

სწორედ აღნიშნული სია გახდა მმართველ გუნდში განხეთქილების მიზეზი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და სიის უკან გაწვევა მოითხოვა. დაპირისპირება კვირაზე მეტია გრძელდება. უცნობია როგორ განვითარდება პროცესები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხონ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: საერთოდ, ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გრძელდება