,,უწმინდესი სულ მარიგებდა და მომცა ძალა, რომ ჩემს ასაკში დამეწერა”

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დღეს გურამ დოჩანაშვილის თხზულების “ბრმად ყოფილი და…” პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საზოგადოების ცნობილი სახეები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია პოეტ რატი ამაღლობელს მიყავდა.
როგორც პრეზენტაციაზე არქიმანდრიტმა ელისემ განაცხადა, გურამ დოჩანაშვილი ღმერთმა გამოარჩია და მან ჭარმაგობის ასაკშიც შეძლო შეექმნა დიდი თხზულება.
არქიმანდრიტმა ელისემ საუბრისას აღნიშნა, რომ მწერალი უწმინდესს დაჰპირდა, ნაწარმოებს 2 წელიწადში დაასრულებდა, თუმცა ამ ნაწარმოების დასრულებას უფრო მეტი დრო – 7 წელი დასჭირდა.
არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ მწერალი გურამ დოჩანაშვილი სამების ლავრაში ორი წელი ცხოვრობდა იმიტომ, რომ ეს ნაწარმოები შეექმნა.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს სახარებისეული თემა ბრმად ყოფილის შესახებ. პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სახარებისეული თემები გურამ დოჩანაშვილისათვის დამახასიათებელია. “სამოსელი პირველს” სწორედ ძე ცდომილის შინ დაბრუნების ამაღელვებელი იგავი უდევს საფუძვლად.
პრეზენტაციაზე შეკრებილებს თავად მწერალმაც მიმართა და ნაწარმოების შექმნის პერიოდი გაიხსენა.
“უწმინდესი სულ მარიგებდა და მომცა ძალა, რომ ჩემს ასაკში დამეწერა”, – განაცხადა მწერალმა.

banner
წინა სტატიაში“პლანშეტი ჩემი ოცნებაა, თოვლის ბაბუას კი ამის საშუალება არ აქვს”- ლუკა მიქავა
შემდეგი სტატიაბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების საბჭოს სხდომას დაესწრო