უწყვეტი პროტესტის 414-ე დღე – რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან.
მათი მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და იდგებიან იქამდე, ვიდრე, მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, რომ უკვე, ერთი წელია, პარლამენტთან მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ისინი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.















