უწყვეტი პროტესტის 407-ე დღე რუსთაველის გამზირზე

უწყვეტი პროტესტის 407 დღე – რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავარი ბრძოლის ხაზი ახლა მათთვის სწორედ დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადის. მათი თქმით, იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე სინდისის პატიმრები არ გათავისუფლდებიან და ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება.

“დღეს 8 იანვარია და ისევ აქ ვართ, პროტესტი გრძელდება და არ ვაპირებთ დაშლას, ვიბრძოლებთ ბოლომდე. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან პოზიტიური ამბები გლობალური მასშტაბის და გვჯერა, რომ ჩვენამდეც მოაღწევს. მანამდე ასე ვდგავართ. ამას გაძლება არ ჰქვია, უბრალოდ, უნდა ვიყოთ აქ და ვიბრძვით ბოლომდე”, – თქვა აქტივისტმა. 

დღევანდელ აქციას განსხვავებული ფორმა ექნება. პროტესტის მონაწილეები “სოლაბის” თბილისის ტურს შეუერთდებიან, რომელიც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობას ისახავს მიზნად.  პირველი გაჩერება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე იქნება.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნული სააგენტო “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ შეძენილი აქვთ დასახელებული პარტიებიდან პროდუქტი, არ გამოიყენონ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: “2013 წელს, როცა “ქრონიკა+” დავაფუძნე, ზუსტად ვიცოდი, რომ მხოლოდ, სიმართლის გზით უნდა გვევლო”