უწყვეტი პროტესტის 404-ე დღე – მოქალაქეები კვლავ დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან.
აქციის მონაწილეების მთავარი სათქმელი იგივეა: “ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლა გამარჯვებამდე არ დასრულდება. უცვლელია მოთხოვნებიც: გადადგეს ივანიშვილის მთავრობა და გათავისუფლდნენ სინდისის და პოლიტპატიმრები.
დღეს დაკავებული პოეტის, ზვიად რატიანის დაბადების დღეა. პარლამენტის წინ პროტესტის მონაწილეებს მისი მეგობრები და პოეზიის გულშემატკივრები შეუერთდნენ.
იმიტომ ებრძვის, ამის პასუხები მის პოეზიაში უნდა ვნახოთ, მრავლად არის. 55 წლის გახდა დღეს ზვიად რატიანი საპყრობილეში, საიუბილეო თარიღი აქვს და ქვეყანა ამ თარიღს საზეიმოდ უნდა აღნიშნავდეს, მის ლექსებს უნდა ვკითხულობდეთ, მისი საღამო უნდა იმართებოდეს და ჩვენ დღეს ზვიად რატიანი გვყავს ციხეში. ალბათ დიდი დრო დასჭირდება საქართველოს, რომ ეს ძალიან დიდი სირცხვილი ჩამოირეცხოს, მაგრამ ჩვენ შევძლებთ და ამ სირცხვილს ჩამოვიშორებთ. როგორც მას უწერია, რომ ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით, მაგრამ ახლა სწორედ რუსთაველის გამზირზე არის ის ჩანასახები, რომ ჩვენი სიყვარული არ იქნება საზეპირო და ეს სიყვარული ქმედებებში გადაიზრდება. აუცილებლად ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, სადაც ზვიად რატიანის ნაირ პოეტებს ციხეში არ უნდა ვსვამდეთ.
თავისუფლება ზვიად რატიანს და ყველა პოლიტპატიმარს. ვულოცავ მას გულწრფელად დაბადების დღეს,” – ამბობს მოქალაქე.
















