უწყვეტი პროტესტის 107-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 107-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.

მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”. ადგილზე ასევე იკრიბებიან სტუდენტები.

აქციის მონაწილეები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – ელჩმა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გააცნო ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება
შემდეგი სტატიამარკ რუტე ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხს არ განიხილავს