“უწყვეტი კადრები, ადასტურებს, რომ პარლამენტში შეჭრის საფრთხე არ არსებობდა” – ნიკა მელია

უწყვეტი კადრები იძლევა იმის საშუალებას, რომ რეალობა დამტკიცდეს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოიტყუა და პარლამენტში შეჭრის საფრთხე როდესაც დარბევა დაიწყო, არ არსებობდა.

„გუშინ მოპოვებულმა უწყვეტმა ვიდეოკადრებმა სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცა ვიდრე “ქართული ოცნება” ამტკიცებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდა თავდაყირა დადგა და მთლიანად დაინგრა. პროპაგანდა, რომელიც ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, 20 ივნისიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების უმოწყალოდ დარბევის აუცილებლობა იმიტომ დადგა, ვინაიდან მათ დაინახეს მყისიერი საფრთხე პარლამენტზე შტურმის მიტანისა მომიტინგეების მხრიდან. თუმცა, გუშინ გავრცელებულმა ვიდეომასალამ მართლაც სრულიად საპირისპირო რამ დაადასტურა. დაადასტურა ის რომ ღამის საათებში, დაახლოებით 12-ის ნახევარზე, პოლიტიკური პარტიებს ლიდერები, მათშორის მეც, ხალხისგან ნებადართულები ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ საბოლოოდ დაეშვათ რაღაც საშვი და შევსულიყავით პარლამენტის შენობაში მათთან მოსალაპარაკებლად. იმ დროს, როდესაც აბსოლუტური სიმშვიდე იყო და პოლიციის კორდონის ირგვლივაც კი არ შეიმჩნეოდა არანაირი შეხლა-შემოხლა და ამ დროს დაიწყეს უმოწყალო დარბევა და ეს დარბევა გაგრძელდა დილის 06:00 საათამდე. მადლობა ღმერთს ეს კადრები ჩვენ მოვიპოვეთ, უწყვეტი კადრები იძლევა იმის საშუალებას, რომ რეალობა დამტკიცდეს,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ყოველივე ამის შემდეგ, უნდა დაისაჯოს ჯალათი გახარია, რომელმაც ხელებაწეულ ახალგაზრდებს დამიზნებით ესროლა. ნიკა მელიას თქმით, ის ნიშნის მოგებით არ ისაუბრებს არც იმ დეპუტატებზე, რომლებმაც მისთვის სადებუტატომანდატის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

„მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, არ გაკადნიერდეთ და გუშინდელი კადრების შემდეგ არ დაიწყოთ საუბარი, რომ არსებობდა აუცილებლობა ადამიანების თვალების დათხრისა და ადამიანებზე დევნის გამოცხადება,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა ოქუაშვილის ღია მიმართვა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბიზნესის კეთების ორი მთავარი უპირატესობაა – ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადები,” – ნათია თურნავა