ხალხის უწყვეტი ბრძოლის ერთი წელი – დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს. ყურადღების ცენტრშია ჭავაჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა. საქართველოს მოქალაქეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მოქალაქეები უკვე 365 დღეა ქუჩაში ქვეყნის რუსეთისკენ შეცვლილ კურსს აპოტესტებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ.
გამარჯვება ჩვენია, რუსეთის არ იქნება!, – ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.
ერთი წლის წინ 2024 წლის 28 ნოემბერი იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში და ამ ხალხმა შეძლო ის, რომ მას შეუცვალა მნიშვნელობა და ეს გადააქცია შეუჩერებელი წინააღმდეობის ერთი წლის თავად. არ ვიცი ამ ბრძოლას რა გააჩერებს. იმხელა რესურსი გვაქვს ჩადებული ამ ბრძოლაში, რომ წარმოუდგენელია გამარვებამდე ბრძოლა გაჩერდეს, – ამბობს მომიტინგე.





























