უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება.

ამის შესახებ მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს უწყებათაშორისმა საბჭობ გასცა რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება
შემდეგი სტატიადღეიდან, 18-დან 65 წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, იმკურნალებენ სასტუმროებში