უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

კომენდანტის საათი რჩება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-გვერდი ავრცელებს.

“საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა”. – წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

ამავდროულად, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-დან 11 მაისამდე უქმე დღეები ცხადდება. საბჭო დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია: უქმე დღეები ტრანსპორტს არ ეხება, დეტალები დაზუსტდება
შემდეგი სტატიასამადაშვილი: პრეზიდენტის მოწვევას ვერ მივიღებდი