უწყებათაშორისი კომისიის წევრებს სხდომაზე მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ

უწყებათაშორისი კომისიის წევრებს სხდომაზე მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათ დღეს შეიტყვეს, როდესაც უსაფრთხოების კონტროლის გავლისას ტელეფონები დაატოვებინეს.

„თეა წულუკიანმა ამ კომისიის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები. დავაყენეთ ეს საკითხი სხდომაზე და ქალბატონმა წულუკიანმა ბრძანა, რომ ეს იყო მხოლოდდამხოლოდ იმისთვის გაკეთებული, რომ ჩვენ არ ჩაგვერთო ლაივი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ.

თეა წულუკიანმა გადაწყვეტილება სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა.

„იყო არაერთი საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება, რომ ესა თუ ის პირი, რაკი ჟურნალისტებს არ ვუშვებთ სხდომის მიმდინარეობისას და მხოლოდ კომენტარებით შემოვიფარგლებით მათთან, ლაივით გადასცემდნენ და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უწყებათაშორისი კომისია ვინმემ აქციოს შოუდ. ეს არის პრივილეგირებული ფორმატი პარტიებისთვის“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშივაზიანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ჯარისკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია რეგიონში ახალგაზრების ინოვაციური ნამუშევრებით დაინტერესდა